Friday, March 4, 2016

ეკატერინე ანთაძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული.
ტრენინგის IX დღე

   დღევენდელი დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლის მომცველი ისევე როგორც დანარჩენი დღეები.
   ჩვენ განვიხილეთ მერვე მოდული. ვისაუბრეთ მის შესახებ. შევქმენით პორტფოლიო და გავეცანით თუ როგორ ხდება პორთფოლიოს წარდგენა. განვიხილეთ ტრენინგის მონაწილეთა პროექტის პორტფოლიოები.
   ვისწავლეთ ფაილის ატვირთვა. ვისაუბრეთ პროექტის შესახებ. მოვახდინეთ ტრენინგის სრული ანალიზი. გავარჩიეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
    განვიხილეთ კურსის დასკვნითი ნაწილი და შევაჯამეთ მერვე მოდული. საერთო ჯამში ეს დღე, ისევე როგორც მთელი ტრენინგი იყო საკმაოდ სასიამოვნო და ნაყოფიერი. ვისწავლეთ ბევრი რამ და მოვახდინეთ შეძენილი ცოდნის სინთეზი.
   მივიღე ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი, რა საშუალებებით ჩავრთო მასში მოსწავლეები და რომელი საკვანძო კითხვები დავსვა იმისათვის რომ მეტად დავაინტერესო ისინი.
   ვფიქრობ, ტრენინგი ჩემ მომავალ, პედაგოგიურ საქმიანობაში საკმაოდ დამეხმარება.
   ასთი შრომატევადი და დაუღალავი სამსახურისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს. 
  


Sunday, February 28, 2016

                                                              VIII დღე
დღევანდელი დღე იყო საკმაოდ დატვირთული. განვიხილეთ ჩასწორებული შეცდომები, ვისაუბრეთ გეგმის სრულყოფილ ფორმაზე. პროექტის პრეზენტაციაზე და მოსწავლის ნიმუშებზე. განვამტკიცეთ წინა დღის მასალა შფასებებთან დაკავშირებით.
  აგრეთვე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. სსსმ მოსწავლეების ჩართვაზე და მათ აქტიურობაზე პროექტებთან დაკავშირებით. თუ რა საჭიროებებია საჭირო მათი შესაძლებლობების უკეთესად გამოსავლენად.
  ტექნიკური მხარე ამ დგისა იყო ასევე საკმაოდ დატვირთული და მრავლისმომცემი. ვისწავლეთ დრაივში ატვირთვა, აგრეთვე პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. ეს იყო საკმაოდ სასიამოვნო პროცესი.
  საერთო ჯამში ეს დღეც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, იყო ნაყოფიერი და მრავლისმომცემი.  

Saturday, February 27, 2016

                                                                      VII დღე
  მეშვიდე დღეს განვიხილეთ პრეზენტაციები. შევაფასეთ და გავაკეთეთ უკუკავშირი. მივიღეთ კონკრეტული შენიშვნები და მითითებები, რაც დაგვეხმარები პროექტის უკეთესად წარდგენაში და დახვეწაში.
   განვიხილეთ შეფასების კრიტერიუმები და ფორმები. მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია შეფასების რუბრიკაზე. მოსწავლეთა ნამუშევრებზე და მათ შეფასებაზე.
  ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე და ჩვენს როლზე როგორ ფასილიტატორის.
 განვიხილეთ თუ რა შეკითხვები უნდა დავსვათ იმისათვის რომ წავახალისოთ მოსწავლეები, მათი ჩართულობა და მაღალი დონის სააზროვნო უნარები გმოვააშკარავოთ.
   საერთო ჯამში VII დღე იყო მრავლის მომცველი, საინტერესო და ბევრი იმ საჭირო ინფორმაციით დატვირთული, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის სრულყოფილად წარდგენაში.


.

Sunday, February 21, 2016

                                                                     VI დღე
დღეს განვამტკიცეთ V დღის მასალა. ასევე გავიგეთ ახალი, საინტერესო ინფორმაცია. განვიხილეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა. ვისაუბრეთ საკვანძო და მთავარ კითხვებზე. განვიხილეთ ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობა და საჭიროება.
  ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეთა ადაპტაციაზე, რომელიც პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლის სასავლო გარემოზეა ორიენტირებული.
  განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, ვისაუბრეთ ნიმუშების შეფასებაზე. ვნახეთ რამოდენიმე ნამუშევარი და განვიხილეთ.
  ვისწავლეთ პროექტის ჩარჩოს დაგეგმვა. გავიხსენეთ ჩეკლისტები. ვისაუბრეთ სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევასა და შინაარსის დაგეგმვაზე.
  გადავხედეთ უკვე შექმნილ სასწავლო პროექტებს, რათა შეგვექმნა უფრო ამომწურავი და სრულყოფილი წარმოდგენა ყველაფერზე.
  საერთო ჯამში სამუშაო დღე იყო ნაყოფოერი და უამრავი სასრგებლო და საჭირო  ინფორმაციით დატვირთული.

Saturday, February 20, 2016

                                                                              V დღე

   V დღე იყო მრავლისმომცველი. ვისაუბრეთ სტანდარტების მიზნებსა და რუბრიკებზე. ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადების ხერხები. გავიგეთ მისი მნიშვნელობა. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენს პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.        ვიმსჯელეთ კავშირებსა და უკუკავშირზე და მათ მნიშვნელობაზე. ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებაზე. 
   გავეცანით საავტორო უფლებების მნიშვნელობას. მათი დაცვის სხვადასხვა საშუალებებს. განვიხილეთ მოსალოდნელი შედეგებიმათი დარღვევის შემთხვევაში.
    საერთო ჯამში ეს დღე იყო ნაყოფიერი და მრავლისმომცველი. 
  

 

Sunday, February 14, 2016

                                                                         IV დღე
  დღევანდელ დღეს განვამტკიცეთ და შევაჯამეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. განვიხილეთ ჩვენი კითხვები და მოვახდინეთ საკითხის უკუკავშირი, რაც საკმაოდ ეფექტური იყო. ასევე განვიხილიეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები. განვიხილეთ ის, თუ რომელი სტრატეგია რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ან რაში დაგვეხმარება. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას. განვიხილეთ მისი შექმნის მეთოდები და სტრატეგიები და აუცილებლობა.
  IV დღე ასევე სასარგებლო იყო იმით, რომ ამ დღეს გავეცანით შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების ჩეკლისტი.
  ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი იყო.